წავიდეთ არჩევნებზე, წყნარად გავუშვათ პენსიაზე ივანიშვილი და მისი გუნდი - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 20:29 | 29.10.2020
ნანახია: 501

საქართველო მზად არის გამარჯვებისთვის და 31 ოქტომბერს გათავისუფლებისთვის, მზად არის ვიყოთ ისევ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქვეყანა მსოფლიოში, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს უკრაინიდან მიმართა.

"წავიდეთ არჩევნებზე, წყნარად გავუშვათ პენსიაზე ივანიშვილი და მისი გუნდი და გავაგრძელოთ განვითარება. ჩემი ამოცანა არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, საერთოდ არ მაინტერესებს კაბინეტი, მაგრამ მაინტერესებს რომ საქართველო წავიდეს წინ, მაინტერესებს რომ ვიყოთ ერთ ერთი ნათელი წერტილი პლანეტის მასშტაბით და აღარ იყოს შიმშილი და გაუსაძლისი პირობები ხალხისთვის, მაინტერესებს ავაშენოთ ლაზიკა, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, შევქმნათ ახალი ტექნოლოგიები. საქართველო არის ორი დღის მანძილზე დიდი გარღვევისგან", - აღნიშნა სააკაშვილმა და ივანიშვილის კიდევ ერთხელ მოუწოდა "არ წაუცდეს ხელი გაყალბებისკენ".

გავატაროთ მშვიდობიანად რამდენიმე საათი, წყნარად გადაიბარეთ ხელისუფლება, შემდეგ გადავაბაროთ ქვეყანა ახალგაზრდებს. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს საუკეთესო მომავალს - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე