ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 12:34 | 28.10.2020
ნანახია: 468

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19-ის რეკორდული რაოდენობა 2,8 მლნ შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, 19-25 ოქტომბერს მსოფლიოში 2 884 60 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 39 712 პაციენტი. დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 16 პროცენტით გაიზარდა წინა კვირასთან შედარებით, ხოლო სიკვიდლობის მაჩვენებელი - 8 პროცენტით.

ჯანდაცვის მოსფლიო ორგანიზაციის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ევროპასა (1 335 914 შემთხვევა) და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (884 318).

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე