ბათუმში, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების რეკონსტრუქცია დასასრულს უახლოვდება

საქართველო, თბილისი - 17:10 | 18.01.2016
ნანახია: 1518

ბათუმში, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების რეკონსტრუქცია დასასრულს უახლოვდება. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, პროექტი ეტაპობრივად ხორციელდება. მიმდინარე ეტაპზე სამუშაოები სულაბერიძის ქუჩიდან, შავშეთისა და ერისთავის ქუჩების გავლით, გოგოლის ქუჩამდე ტარდება.
დღეს ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები სულაბერიძიდან შავშეთის ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს. უკვე განხორციელდა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, მოეწყო გზის გამყოფი ზოლი, ბორდიურები და გარე განათება. მთისძირისა და ბაგრატიონის ქუჩებს შორის გაკეთდა საყრდენი კედელი.
ამ ეტაპზე სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია. პროექტი მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულება 13 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზა“ ასრულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე