ავიაკომპანია YanAir-ი საქართველოსა და უკრაინას შორის სიხშირეების ზრდას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 16:49 | 18.01.2016
ნანახია: 1471

ზაფხულის სეზონზე უკრაინული ავიაკომპანია YanAir-ი საქართველოსა და უკრაინას შორის სიხშირეების ზრდას გეგმავს.

როგორც კომპანია YanAir-ის გენერალურმა დირქეტორმა სერგეი აგაფონოვმა 2016 წლის გეგმებთან დაკავშირებით განმარტა, „დაგეგმილია, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და უკრაინის ქალაქებს შორის ფრენის სიხშირეები გაიზრდება“.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია YanAir-ი კიევიდან რეისებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ასრულებს. ავიაკომპანია ზაფხულის განმავლობაში კიევი-თბილისს შორის 2 სიხშირით დაფრინავდა, თუმცა ზამთრის განრიგის მიხედვით ფრენები კვირაში 3 სიხშირემდე გაზარდა.

რაც შეეხება ბათუმის მიმართულებით ფრენებს, YanAir-ი ზაფხულის და ზამთრის განრიგის მიხედვით კვირაში 2 სიხშირით დაფრინავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე