მთავრობა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას გეგმავს
საქართველო, თბილისი - 15:25 | 18.01.2016 ნანახია: 1444მოგების გადასახადისგან გათავისუფლება და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრა; ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და მთელი მთავრობისთვის ერთიანი ე.წ Front ოფისის შექმნა, - ახალი ინიციატივები ბიზნესს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პირადად გააცნო.
პრემიერი 20-მდე ბიზნესასოციაციის წარმომადგენელს იმ უმთავრეს პრიორიტეტებზე ესაუბრა, რომლებზეც მთავრობა უახლოეს მომავალში, დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას წარადგენს.
სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, პრიორიტეტულია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე - რეგიონების განვითარება და საგანმანათლებლო სისტემის რეფორმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებები უნდა იყოს გამოძახილი იმისა, რა სჭირდება დღეს ქვეყანას, ეკონომიკას, თითოეულ ეკონომიკურ სუბიექტს.
„მინდა, ყველა თქვენგანი გრძნობდეს, რომ არის მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, - მიმართა პრემიერმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს.
· საქართველოში დაინერგება საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელი, რომელიც მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრას გულისხმობს;
· იგეგმება - საგადასახადო-ადმინისტრაციული ორგანოების მუშაობის მაქსიმალური რეგლამენტირება, რათა თითოეული შემოწმება დროში იყოს შემოფარგლული;
· პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობა მუშაობს
ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტზე, რათა, ეკონომიკური დანაშაულისას, თავიდან იყოს აცილებული წინასწარი პატიმრობები;
· განხორციელდება ფინანსური პოლიციის მოქმედების მაქსიმალური რეგლამენტაცია;
· დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება სტარტაპების დაფინანსების მექანიზმები.
მთავრობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს. ძირითადი აქცენტი ახალგაზრდებზე და ბიზნესწრეების წარმომადგენლებზე გაკეთდება. „ეს იქნება საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობის ძალიან მნიშვნელოვანი ლოკომოტივი. ეს ასევე ითვალისწინებს მთელი მთავრობისთვის ერთიანი ე.წ Front ოფისის შექმნას და გადაწყვეტილებების მიღების დროის რეგლამენტირებას“, - განაცხადა პრემიერმა და განმარტა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში იქნება სპეციალური სამსახური, რომელიც ამ მიმართულების მონიტორინგს განახორციელებს.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკის შემქმნელებად რჩებიან სამინისტროები, თუმცა, ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, გადაწყვეტილებების მიღების ხანგრძლივობის, გამჭვირვალობის და ჩართულობის კონტროლს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს.
პრემიერ-მინისტრი მაქსიმალური აქცენტის გაკეთებას გეგმავს რეგიონების განვითარებაზე.
„ხშირად გვაქვს შეგრძნება, რომ რეფორმებს ვახორციელებთ, მაგრამ რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო - სხვა ადამიანებით. იქ სხვა რეალობაა და ადამიანებს არ გააჩნიათ შეგრძნება, რომ რაიმე კუთხით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა აქვთ. ამიტომ, ჩვენი მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება რეგიონების განვითარებაზე, რეგიონული ინფრასრტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე და ამ პროექტების სწორ პრიორიტეტიზაციაზე, რათა ისინი მაქსიმალურად პასუხობდეს რეგიონში არსებულ მოთხოვნებს და გამოწვევებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, სერიოზული რეფორმებია განსახორციელებელი საგანმანათლებლო სისტემაში.
უპირველეს ყოვლისა, საუბარია სკოლებში ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლებაზე, ქვეყანაში პროფესიული განათლების პრესტიჟის ზრდასა და უმაღლესი განათლების ფუნდამენტურ რეფორმაზე, რომელიც ქვეყანაში არსებული მოთხოვნების დინამიურ კვლევას დაეფუძნება.
„მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად სწორად დაიხარჯოს სამთავრობო რესურსი და არ ვაწარმოებდეთ მომავალ პოტენციურ უმუშევრებს, როგორც ეს, სამწუხაროდ, დღეს ხდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რასაც ისინი ქვეყნისთვის აკეთებენ და მიაწოდა ინფორმაცია, რომ მთავრობა, უმთავრესი პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, თითოეული სამინისტროს პორტფელის პრიორიტეტიზაციის პროცესშია. უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები სამი კრიტერიუმით გამოვლინდება - რამდენად აქტუალურია საკითხი საზოგადოებისთვის, არის თუ არა ის თანხვედრაში ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან და როგორია მისი გადაჭრის რესურსი.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა