„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, გააფუჭოს საარჩევნო გარემო, რადგან ხედავენ, რომ არჩევნებს აგებენ - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:17 | 20.10.2020
ნანახია: 367

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, გააფუჭოს საარჩევნო გარემო, რადგან ხედავენ, რომ არჩევნებს აგებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბოლნისში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განუცხადა.

კობახიძის თქმით, „გუშინ იყო საკმაოდ სერიოზული ინციდენტი და თავდასხმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერზე, რომელსაც მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ჩვენი მოწოდება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს არის ის, რომ უნდა იყოს სათანადო რეაგირება, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს. რა თქმა უნდა ისინი უნდა დაისაჯონ და ვინც ამაზე არასწორი პასუხი გასცა, არასწორი რბილი სიტყვაა ამ შემთხვევაში, ისინიც აუცილებლად უნდა დაისაჯონ. რაც შეეხება პროვოკაციებს, ჩვენ ვხედავთ რომ ძირითადად ამ ოლქშია კონცენტრირებული პროვოკაციები და მოვუწოდებ, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ შესაბამის აქტივისტებს კახა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რადგან ბუნებრივია, ამ პროვოკაციებს ექნება სათანადო პოლიტიკური პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ცდილობენ გააფუჭონ საარჩევნო გარემო, რადგან ხედავენ, რომ აგებენ არჩევნებს.

„ისინი ცდილობენ გააფუჭონ საარჩევნო გარემო. ხედავენ, რომ აგებენ არჩევნებს. მათ შორის, კახა ოქრიაშვილი ხედავს, რომ აგებს არჩევნებს", - განაცხადა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე