ეკლესია დღეს პატრიარქს უკანონოდ აქვს მითვისებული - მეუფე პეტრე

საქართველო, თბილისი - 16:33 | 14.10.2020
ნანახია: 557

ეკლესია დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უკანონოდ აქვს მითვისებული. სჯულის კანონი ფეხქვეშ არის გათელილი. განაცხადა მეუფე პეტრემ "ტელეკომპანია პირველის" ეთერში.

მეუფე პეტრეს თქმით, მეუფე შიოს საპატრიარქო ტახტის მოსაყრდედ დასახელებაც უკანონობაა.

"ეკლესია დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ამ პოლიტარქს აქვს მითვისებული, როგორც არსებობს ტერმინი ხელისუფლების მითვისება, ასევე არსებობს ტერმინი და რეალობაა ეს, რომ პატრიარქს აქვს მითვისებული საქართველოს ეკლესია. მან ასევე უკანონოდ დაასახელა მოსაყდრე, რომლის უფლებაც არ ჰქონდა.

ამ უკანონობის ქვეშ იგივე წირვა დღეს, როდესაც მოსაყდრედ იხსენიებენ მეუფე შიოს, არის უკანონობა. ამ უკანონობას აჩვევენ და ხრწნიან სამღვდელოებას, როგორც ზნეობრივად, ასევე სულიერად.

პატრიარქი უკანონოდ, არადემოკრატიული, საბჭოთა მეთოდებით მართავს ეკლესიას. უნდა ვაღიაროთ, რომ სჯულის კანონი არის ფეხქვეშ გათელილი. ეს აჩვენა მრავალმა მოვლენებმა", - განაცხადა მეუფე პეტრემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე