კომპანია Audi მთვარეზე ყველგანმავალს გაუშვებს

საქართველო, თბილისი - 14:15 | 18.01.2016
ნანახია: 1526

კომპანია Audi საკმაოდ ამბიციურ პროექტში იღებს მონაწილეობას, რომლის მთავარი მიზანიც მთვარეზე გაფრენა და იქ გადაადგილებაა. როგორც ირკვევა, გერმანული ავტომწარმოებელი, “Google Lunar XPRIZE”პროგრამის ფარგლებში, მთვარეზემავალის შექმნაში ბერლინულ ტექნიკურ ჯგუფ“Part-Time Scientists”-ს, დაეხმარება. წინასწარი ინფორმაციით, Audi lunar quattro მთვარეზე მოძრაობას უკვე ორ წელიწადში შეძლებს.

მთვარეზემავალს დედამიწაზე მრავალი ინფორმაციის, მათ შორის ფოტო, ვიდეო და აუდიო სიგნალების გადმოცემაც უნდა შეეძლოს.

როგორც უცხოური პრესა წერს, Audi lunar quattro მთვარეზე 2017 წელს გაფრინდება. აპარატმა 380 ათასი კმ 5 დღეში უნდა დაფაროს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე