Rihanna მსოფლიო ბრენდებისათვის ყველაზე მომგებიან ვარსკვლავად დასახელდა

საქართველო, თბილისი - 13:59 | 18.01.2016
ნანახია: 1531

მომღერალი Rihanna მსოფლიო ბრენდებისათვის ყველაზე მომგებიან ვარსკვლავად დასახელდა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი NPD Group-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ექსპერტების მიერ შესწავლილ იქნა 92 ათასი სამომხმარებლო მოთხოვნა, როგორც უშუალოდ მომხმარებლების ასევე ბრენდების მხრიდან. 

როგორც კვლევამ აჩვენა Rihanna შესაძლოა Jeep-ის საუკეთესო წარმომადგენელი ყოფილიყო, რადგანაც ის ადამიანები, რომელიც მის შემოქმედებას ეთაყვანებიან, უპირატესობას სწორედ ამ კომპანიის ავტომობილებს ანიჭებენ. Beyoncé-ს თაყვანისმცემლები კი უპირატესობას Porsche-ს ანიჭებენ. 

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ იმ ადამიანებს რომელთაც Rihanna მოსწონთ უმეტესწილად  Bonne Bell Cosmetics-ს პროდუქციას ანიჭებენ უპირატესობას.  Beyoncé-ს მსმენელი უპირატესობას  Sony-ს ტელეფონებს ანიჭებს, ხოლო Rihanna-ს ფანებს T-Mobile მოსწონთ. თუ ბრენდ Virgin Mobile-ზეა საუყბარი უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მომღერლის ფანებს ის ერთნაირად მოსწონთ.

იმავდროულად Rihanna-სა და Beyoncé-ს მსმენელებს Gucci, Guess და Juicy Couture უყვართ. როგორც ირკვევა, Rihanna-ს ფანები უპირატესობას მაინც მსოფლიო ბრენდებს ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე სხვა ცნობილი ვარსკვლავების თაყვანისმცემლები. აწორედ ამიტომ,  Rihanna  მსოფლიო ბრენდებისათვის ყველაზე მომგებიან ვარსკვლავად დასახელდა. მეორე ადგილზე კი Beyoncé-ა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე