მოგიწოდებთ, ღია სივრცეშიც ატაროთ პირბადე - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 12:03 | 14.10.2020
ნანახია: 1027

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდა ღია სივრცეშიც ატარონ პირბადე. მისი თქმით, ის 50-დან 75 პროცენტამდე ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს.

„გუშინ ახალი მონაცემები ამოვკრიბე ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული ჟურნალებიდან და ყველაზე უკეთესი დაცვის საშუალება არის პირბადე. მისი ტარება, როცა მატება გვაქვს ინფექციის, აუცილებელია დახურულ და ღია სივრცეებშიც, სადაც ვერ ვიცავთ დისტანციას. მოგიწოდებთ, უკვე ცივ პერიოდში, ღია სივრცეშიც ატარეთ ყველამ პირბადე. ის 50-დან 75 პროცენტამდე ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს. ამიტომ, გთხოვთ, ყველამ დავიცვათ მარტივი წესი. ასევე, მეორე წესია, რომ გთხოვთ, თავი შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან. ცოტა ხანს, ერთ წლამდე არ გვინდა დიდი ქორწილები, ჭირის დიდი სუფრები, დღეობები, მოვა ისევ ამის დრო, მაგრამ ჯერ ეს პერიოდი გასავლელი გვაქვს. ყველა გავრცელების წყარო, რაც გვქონდა ამ ბოლო თვენახევარში, იწყებოდა ამ დიდი შეკრებებიდან", - განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე