ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ შეხვედრებს დაესწრო

საქართველო, თბილისი - 13:20 | 18.01.2016
ნანახია: 1550

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა ოფიციალურად დაიწყო მუშაობა. 16-17 იანვარს, ბანკის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ ოფიციალურ შეხვედრებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო, რომელიც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველია.

როგორც ცნობილია, 2015 წლის 29 ივნისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ხელი მოაწერა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტს, ხოლო 24 აგვისტოს, საქართველომ უმასპინძლა ბანკის მთავრ მომლაპარაკებელთა შეხვედრას.

საქართველო ბანკის დამფუძნებელ ქვეყნებს შორის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სადამფუძნებლო დოკუმენტების რატიფიცირება მოახდინა. 


მოსალოდნელია, რომ ბანკის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პირველი პროექტი საქართველოში განხორციელდება.

ბანკი მოწოდებულია რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საინვესტიციო პროექტები განახორციელოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე