სამეგრელოში მელიორირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 17 000 ჰექტრამდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 13:42 | 16.01.2016
ნანახია: 1384

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ 2012 წლიდან საქართველოს მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 118 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. სამეგრელოს რეგიონში, ამ პერიოდში, ინფრასტრუქტურის 17 სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა. შედეგად რეგიონში მელიორირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 17 000 ჰექტრამდე გაიზარდა.

აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ანჯელის მასივის დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია. სისტემა, რომელზეც სამუშაოები ათწლეულებია არ ჩატარებულა, ნატანი მასისგან იწმინდება. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის ლევან დვალის ინფორმაციით, განხორციელდება ქსელის დაახლოებით 12 კმ. არხის რეაბილიტაცია და 500-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მოსახლეობა დრენაჟის სერვისით ისარგებლებს. „24 წელია ანჯელის სისტემაზე სამელიორაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. თითოეული რეაბილიტირებული არხი, კი, უხვი მოსავალის საწინდარია“ - აღნიშნა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მამუკა კვიტაშვილმა. სამუშაოები, რომელთა ღირებულებაა 400 000 ლარი, 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის დასრულდება.

დღეისათვის შპს „საქართელოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით 21 სარეაბილიტაციო პროექტს ანხორციელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე