საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:39 | 04.10.2020
ნანახია: 425

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვმა 50 შეადგინა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 8 118-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 4 244 პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე