ლევან ვარშალომიძეს COVID-19 არ დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 21:36 | 03.10.2020
ნანახია: 421

ლევან ვარშალომიძეს COVID-19 არ დაუდასტურდა. როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, COVID-19 უკვე დაუდასტურდა მის მამას, თუმცა თავად პოლიტიკოსის ტესტის პასუხი უარყოფითია.

"გუშინ კოვიდი დაუდასტურდა მამაჩემს, რომელიც რამოდენიმე დღე ბათუმის საავადმყოფოშია, რეანიმაციულ განყოფილებაში. გამომდინარე აქედან დღეს გავიკეთე ტესტი. ტესტის პასუხი გახლავთ უარყოფითი,

ამიტომ დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვით ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას1

არ ავყვეთ პანიკას და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს1

შევხვდებით არჩევნებზე, 31 ოქტომბერს1​", წერს ვარშალომიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე