ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

საქართველო, თბილისი - 20:08 | 03.10.2020
ნანახია: 423

ოკუპირებული აფხაზეთში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი. ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 209 ადამიანს ჩაუტარდა.

გუდაუთი საავადმყოფოში ამ დროისთვის 139 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, 18 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

გარდაცვლილი 60 წლის ქალია, ის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში პირველ ოქტომბერს შეიყვანეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების სულ 1 659 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 602 ადამიანი, გარდაიცვალა 13 პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე