ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 19:12 | 03.10.2020
ნანახია: 485

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.

მანამდე, მეხანძრე-მაშველებმა მძიმე ტექნიკის დახმარებით ავტომობილი და ორი მამაკაცისა, ასევე არასრულწლოვნის მშობლების ცხედარი იპოვეს.

2 დღის წინ, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში ჩამოწოლილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი და ავტომანქანა მოიყოლა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ოჯახის 3 წევრი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე