ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

საქართველო, თბილისი - 13:26 | 03.10.2020
ნანახია: 478

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

მანამდე, მეხანძრე- მაშველებმა მძიმე ტექნიკის დახმარებით ავტომობილი და ორი მამაკაცისა, ასევე არასრულწლოვნის მშობლების ცხედარი იპოვეს.

120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებდნენ. საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.

აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე