კომპანია „პრაიმფრეში“ მოსკოვის გამზირზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახ სამაცივრე მეურნეობას ააშენებს

საქართველო, თბილისი - 11:59 | 16.01.2016
ნანახია: 1864

კომპანია „პრაიმფრეში“ მოსკოვის გამზირზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახ სამაცივრე მეურნეობას ააშენებს. პროექტის განსახორციელებლად, კომპანიამ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, თბილისში, მოსკოვის გამზირზე №31ა-ში მდებარე 2127.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად მიიღო.

როგორც მთავრობის №2841 განკარგულებაშია აღნიშნული, ინვესტორი ვალდებულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა 2 წლის ვადაში დაასრულოს, რისთვისაც 1 მლნ 376 ათას 100 ლარის ინვესტიცია განახორციელოს. მაცივრის წლიური მოცულობა კი არანაკლებ 500 ტონა  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღება/გატარება უნდა იყოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე