საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:20 | 03.10.2020
ნანახია: 390

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის ვირუსით საქართველოში 48 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში კორონავირუსის სულ 7 564 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 992-ს შეადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე