საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 13:18 | 03.10.2020
ნანახია: 413

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 7564-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 7564 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 3992 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 48.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1100.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე