მიმდინარე წელს აჭარაში საოჯახო სასტუმროების მფლობელთა ტრენინგები იგეგმება
საქართველო, თბილისი - 14:33 | 15.01.2016 ნანახია: 1434ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მიმდინარე წელს ახალ პროექტებს იწყებს. სააგენტო, რომელსაც პროფილი და სახელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2015 წელს შეუცვალა, სოფლად ტურიზმის და საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისება - განვითარებაზეა ორიენტირებული.
„ჩვენი მიზანია აჭარა, მხოლოდ ზღვაზე დასვენებასთან არ ასოცირდებოდეს, რადგან რეგიონს საზღვაო ზოლს მიღმა კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. სააგენტოს პროფილის შეცვლის ძირითადი მიზანიც, სწორედ ამ აუთვისებელი პოტენციალის კომერციალიზაცია, მისი ათვისება და პოპულარიზაცია გახლავთ. სააგენტოს ერთ-ერთი მიმართულება ამ კუთხით წელს ახალი მარშრუტებისა და ტურისტული პროდუქტების შემუშავება იქნება“, განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.
მიმდინარე წელს, სააგენტო ახალი სრულყოფილი ტურისტული მარშრუტების შექმნას გეგმავს ყველა მუნიციპალიტეტში, რომლებსაც დაემატება სხვადასხვა სერვისები, რაც მარშრუტში საოჯახო სახლების ჩართვას, ადგილობრივი კერძების დეგუსტაციას, ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთების გაცნობასა და სხვა სერვისებს ითვალისწინებს. სააგენტო, ასევე გეგმავს აჭარაში არსებული საოჯახო სახლების ბაზის შექმნას, რომელიც თავისი ფოტოებითა და ინფორმაციით განთავსდება დეპარტამენტის ვებ-გვერდზე.
გასულ წელს, მარშრუტების კუთხით სააგენტომ ორი ახალი მარშრუტის მარკირება მოახდინა, რაც მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტისა და ბათუმი-მირვეთი-ბათუმი ველო მარშრუტის ნაწილობრივ მარკირებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, შეიმუშავა ახლად გახსნილი სამთო-სათხილამურო კურორტის გოდერძის ტურისტული პაკეტები და მარშრუტი.
„ჩვენი ძირითადი მიზანი მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მრავალფეროვანი ტურისტული მარშრუტების შექმნა, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია, სპეციალური პაკეტების, ტურების შექმნა და ბათუმში ჩამუსული სტუმრებისთვის მათი შეთავაზება,“ აცხადებს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე.
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარაში საოჯახო სასტუმროების მფლობელთათვის ტრენინგებს გეგმავს. ერთკვირიანი ტრენინგებისას მონაწილეებს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციასა და საინფორმაციო ბროშურებს, სადაც მომსახურების ძირითადი ნორმების შესახებ იქნება საუბარი. გარდა ამისა, სააგენტო კონკრეტული მარშრუტების მიხედვით გიდების გადამზადებასაც გეგმავს. ტრენინგები როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს.
გარდა ამისა, სააგენტო რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებას გაუწევს ფესტივალებს, მათ შორის ზაფხულის ფესტივალს, ფრინველების საერთაშორისო ფესტივალსა და შემოდგომის ფესტივალს, ასევე ინფო და პრეს ტურებს.
სიახლე იგეგმება ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მხრივაც. რეგიონში არსებულ 8 საინფორმაციო ცენტრს კიდევ ერთი დაემატება, რომელიც ბათუმი ცენტრალის შენობაში განთავსდება. საინფორმაციო ცენტრებში ასევე იგეგმება სარეალიზაციო პრუდუქტების (მარშრუტები, რუქები, ტურები, ბროშურები, თემატური სუვენირები) განახლება და გამრავალფეროვნება.
„მიმდინარე წელს, ჩვენ არაერთ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ, რომელშიც სტუდენტები, სასტუმროები, კვების ობიექტები და ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული სხვა სექტორის წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები. სპეციალურ შეთავაზებებსა და წამახალისებელ აქტივოებები გვექნება ადგილობრივი ტურისტული სააგენტოებისთვისაც, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს კორდინირებულ მუშაობასა და რეგიონის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს,“ განაცხადა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა