მთავრობამ შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებზე იმსჯელა, რომლის ამოქმედებაც 2017 წლის 1-ელი იანვრიდან იგეგმება

საქართველო, თბილისი - 14:29 | 15.01.2016
ნანახია: 1349

მთავრობამ შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებზე იმსჯელა, რომლის ამოქმედებაც 2017 წლის 1-ელი იანვრიდან იგეგმება. როგორც ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, 1 წელია კიდევ დარჩენილი აღნიშნული წესების ამოქმედებისათვის, თუმცა ეს არის ძალიან დიდი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ყველასთვის ძალიან საჭირბოროტო საკითხებს ხანძართან დაკავშირებით.

„მაგალითად, ხანძრისგან დამცავ აქტიურ სისტემებს, ხანძრის გავრცელებისა და შედეგების თავიდან აცილების უზრუნველყოფის პასიურ დამცავ საშუალებებს და ა.შ. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის პოპულარიზაციის მიმართულებით გასახარჯი ბიუჯეტი - მხოლოდ წლის დასაწყისიდან ჩვენ დავხარჯავთ 14 მილიონ 800 ათას ლარს პროექტის პოპულარიზაციაზე, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ წლის მეორე ნახევარში ჩვენ კიდევ შევძლებთ 8 მილიონი ლარის დამატებას. ეს იქნება მხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაციის მიმართულება, რომელიც ქვეყნის პოპულარიზაციაზე დაიხარჯება“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე