გურჯაანში 51 წლის კაცი ნათესავმა დაჭრა

საქართველო, თბილისი - 12:01 | 30.09.2020
ნანახია: 495

გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში 51 წლის კაცი ნათესავმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

დაშავებული გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაშია მოთავსებული.

"რუსთავი 2"-ის ცნობით, კაცს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში აქვს მიღებული და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე