„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ 2 პროექტი განხორციელდება

საქართველო, თბილისი - 14:26 | 15.01.2016
ნანახია: 1341

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ 2 პროექტი განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ერთი პროექტის თანახმად, თბილისში 1 მლნ 900 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

„ეს იქნება გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც დაამზადებს ხის და მეტალის კარებებს. აღნიშნული საწარმო იღებს ვალდებულებას, რომ სულ მცირე 40 ათას ხის კარებსა და და 7 ათას რკინის კარებს გამოუშვებს წელიწადში“, აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, მეორე პროექტი კი სამეგრელოში განხორციელდება.

„ეს არის მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც ხილიდან სითხის სწრაფი მოშორების მეთოდით დაამზადებს ჩირებს. ეს გახლავთ ახალი მეთოდი. საუბარია 150 ტონა ხილის გადამუშავებაზე და მისასალმებელია, რომ 622 ათასი ლარის ინვესტირებას განახორციელებენ აღნიშნულ პროექტში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პირველ პროექტში დასაქმდება 70-დან 80 ადამიანამდე, ხოლო მეორე პროექტში დასაქმდება 20 პირი“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა“, განაცხადა მტავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე