გორთან, ავტობანზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 16:02 | 29.09.2020
ნანახია: 519

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის სიახლოვეს, ავტობანზე, სადაც მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე