დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 12.2 %-ითაა შემცირებული

საქართველო, თბილისი - 12:22 | 15.01.2016
ნანახია: 1404

2015 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 101.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 244.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12.2 პროცენტით (14.2 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.8 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.6 პროცენტი მოდიოდა.

2015 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მლნ აშშ დოლარი (42.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 20.2 მლნ აშშ დოლარისა (38.1 მლნ ლარისა) გასული წლის დეკემბერში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე