Biologique Recherche-ს საქართველოს ბაზარზე ექსკლუზიურ პარტნიორს Experto Consulting-ი შეურჩევს

საქართველო, თბილისი - 16:12 | 14.01.2016
ნანახია: 1745

ფრანგულ-ქართულმა საკონსულტაციო კომპანია Experto Consulting-მა ფრანგული კომპანია Biologique Recherche-ისთვის (ბიოლოჟიკ ღეშეღში) საქართველოს ბაზარზე ექსკლუზიური პარტნიორის შერჩევის მანდატი მოიპოვა.

Experto Consulting-ში განმარტავენ, რომ Biologique Recherche (www.biologique-recherche.com) არის ფრანგული პრემიუმ კლასის კოსმეტიკური ბრენდი, რომელსაც აქვს 35-წლიანი გამოცდილება და წარმოდგენილია 50-ზე მეტ ქვეყანაში. ბრენდი მოიცავს სახის, ტანის და თმის მოვლის საშუალებათა ფართო გამას, რომელიც მორგებულია კონკრეტული ადამიანის კანის უნიკალურ ტიპზე. კომპანიის პროდუქციის მომხმარებელთა შორის არიან მსოფლიოს ცნობადი ვარსკვლავები.  

„ჩვენი კლიენტის პრეფერენციებზე დაყრდნობითა და Experto Consulting-ის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, Biologique Recherche-ის წარმომადგენელთან შესახვედრად და საბოლოო მოლაპარაკების გამართვის მიზნით ვარჩევთ რამდენიმე პოტენციურ პარტნიორს/დისტრიბუტორს”, აცხადებენ Experto Consulting-ში.

ფრანგულ-ქართული საკონსულტაციო კომპანია Experto Consulting-ი 2011 წლის აპრილში დაფუძნდა. კომპანია ბაზარზე შესვლის მომსახურებას საქართველოს და აზერბაიჯანის ბაზრებით დაინტერესებულ უცხოურ კომპანიებს თბილისიდან უწევს.

Experto ასევე სპეციალიზებულია საქართველოში არსებული საცალო მაღაზიების შემოწმებაში და კლიენტთა პორტფელში გააჩნია რამდენიმე ძირითადი FMCG (სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონელი) და საცალო მაღაზიების ქსელი.    




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე