2015 წელს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 17,7 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა

საქართველო, თბილისი - 16:05 | 14.01.2016
ნანახია: 1480

2015 წლის აჭარის ნაერთი ბიუჯეტი 15,3 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს აჭარის ნაერთი ბიუჯეტი 115,3 %-ით, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტი კი 117,7 %-ით შესრულდა.

სამინისტროს მონაცემებით, 2015 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 223 მლნ 157 ათას 100 ლარი იყო, თუმცა წლის ბოლოს შესრულებამ 257 მლნ 388 ათას 200 ლარი შეადგინა, ანუ ზრდა 15,3 %-ის დონეზე დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 112,4 %-ით, სხვა შემოსავლების მუხლი - 117 %-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 151,4 %-ით შესრულდა.

რაც შეეხება აჭარის რესპიბლიკურ ბიუჯეტს, გეგმა 164 მლნ 473 ათას 500 ლარი იყო, შესრულებამ კი 193 მლნ 582 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად ზრდამ 17,7 %-ი შეადგინა.

2015 წელს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 113,9 %-ით, სხვა შემოსავლების მუხლი - 143,2 %-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 154,3 %-ით შესრულდა.

რაც შეეხება მუნიციპალურ ბიუჯეტებს, აწარის ფინანსტა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2015 წელს ბათუმის ბიუჯეტი შესრულდა 107,6 %-ით, ქობულეთის ბიუჯეტი - 131,2 %-ით, ხელვაჩაურის ბიუჯეტი - 105,8 %-ით, შუახევის ბიუჯეტი - 119,4 %-ით, ხოლო ხულოს ბიუჯეტი 107,1 %-ით. რაც შეეხება ქედას ბიუჯეტს, მუნიციპალიტეტმა 2015 წელს საბიუჯეტო გეგმა ვერ შეასრულა და წელი ბიუჯეტის 59,6 %-იანი შესრულებით დაასრულა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე