პარიზში, Charlie Hebdo-ს ყოფილ ოფისთან მომხდარ თავდასხმაში ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:34 | 25.09.2020
ნანახია: 572

პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს ყოფილ ოფისთან მომხდარ თავდასხმაში ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. იუწყება ტელეარხი BFMTV  პოლიციაზე დაყრდნობით.

მანამდე საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ჟან კასტეკსმა დაადასტურა, რომ თავდასხმის დროს ოთხი ადამიანი დაიჭრა, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ტელეარხის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ორი ადამიანი მიიმალა. ერთ-ერთი მათგანი ბასტილიის მოედნის სიახლოვეს დააკავეს.

ფრანგულ ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმა 2015 წლის  7 იანვარს მოხდა. ძმებმა კუაშებმა 12 ადამიანი მოკლეს. ისინი ისლამისტურ შეძახილებს გაჰყვიროდნენ. აღსანიშნავია, რომ თავდასხმამდე, ჟურნალის ოფიციალური ტვიტერით ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაღდადის კარიკატურა გავრცელდა.

ტერაქტის შემდეგ Charlie Hebdo-ს რედაქცია მე-11 ოლქში მდებარე შენობიდან გადავიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე