მეც დამაკავებენ - მიხეილ რამიშვილი
საქართველო, თბილისი - 13:28 | 25.09.2020 ნანახია: 761თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ელის, რომ დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, მასაც დააკავებენ.
როგორც რამიშვილი ამბობს, ფურცხვანიძე 30 სექტემბერს შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა. ადვოკატი დაკავებას სწორედ ამ გეგმას უკავშირებს:
"როგორც შემატყობინეს, დავით ფურცხვანიძე დააკავეს. ეს ე.წ. გაყალბებული მე გავასაჯაროე და ეს იმას ნიშნავს, რომ მე დამაკავებენ აუცილებლად. ჩამომაშორებენ საქმეს და ეს არის პირდაპირ იმის ნიშანი, რომ გამოძიება მკვლელებს, დამნაშავე ჯგუფს აფარებს ხელს.
დავით ფურცხვანიძე 30-ში მიემგზავრებოდა შეერთებული შტატებში. იქიდან ჩამოჰქონდა ისეთი ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ავტომობილი არ იდგა 18-22 ივლისამდე შემთხვევის ადგილზე და ყველა ის მტკიცებულებები, რაც აქვს გამოძიებას არის ყალბი და დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არის მოკლული იმ ჯგუფის მიერ, რომელსაც მფარველობს დღევანდელი გამოძიება და გამოძიების ზევით მდგომი მაღალჩინოსნები",-ამბობს რამიშვილი.
ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, დააკავეს დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები გადასცა. ამ დრომდე პროკურატურა მტკიცებულების ფალსიფიკაციაზე მიუთითებდა და აცხადებდა, რომ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდებოდა.
გავრცელებული ცნობით, ამ საკითხზე ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება.
რამიშვილის თქმით, ფოტომასალაზე სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო აღბეჭდილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 და 20 ივლისს მისი აღმოჩენის ადგილას არ იდგა.
პროკურატურამ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ფოტომასალა დამონტაჟებული და გაყალბებული იყო.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა