დავით ნარმანიამ მოადგილედ გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა დაასახელა

საქართველო, თბილისი - 11:52 | 14.01.2016
ნანახია: 1543

თბილისის მერმა დავით ნარმანამ მერის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა დაასახელა.

გიორგი ლილუაშვილი განათლებით ეკონომისტია. მას აქვს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი. იგი 1999 წლიდან მუშაობდა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში.

„გიორგი ლილუაშვილი გახავთ „ქართუ ჯგუფი“-ს წევრი და წლების განმავლობაში მუშაობდა სხცადასხვა წამყვან თანამდებობებზე შპს „ბურჯში“, „ქართუ ჯგუფში“, „ქართუ მშენებელსა“ და ბანკ „ქართუ“-ში. მას გააჩნია ის უნარ-ჩვევები, გამოცდილება და ცოდნა, რაც აუცილებელია, რომ ჰქონდეს კარგ მენეჯერს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად განვაგრძობთ იმ უმნიშვნელოვანესი საქმის კეთებას, რომლის შედეგიც ჩვენი დედაქალაქის - თბილისის განვითარება და წინსვლა იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ქალაქ თბილისის საკრებულოს გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად დღესვე წარედგინება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე