აჭარაში ყველა საფეხურზე სწავლა დისტანციურ ფორმატში გრძელდება

საქართველო, თბილისი - 16:23 | 24.09.2020
ნანახია: 522

აჭარაში ყველა საფეხურზე სწავლა დისტანციურ ფორმატში გრძელდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განათლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

"მივიღეთ. პირველ რიგში, აჭარაში ყველა საფეხურზე სწავლა გრძელდება დისტანციურ ფორმატში. რაც შეეხება სკოლებს, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით ყველაზე პატარებისთვის, რომ სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გორსა და ფოთში, სადაც აქამდე დისტანციური ფორმატი გამოიყენებოდა, 1-ლი ოქტომბრიდან ყველა კლასის მოსწავლეს ექნება საკლასო ოთახებში დაბრუნების შესაძლებლობა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე