2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული საპრივატიზებო გეგმა 102 პროცენტით შესრულდა

საქართველო, თბილისი - 17:30 | 13.01.2016
ნანახია: 1438

2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანი საპრივატიზებო გეგმით გათვალისწინებული იყო  280 მლნ. ლარის მობილიზება,  ბიუჯეტში  ჩარიცხული თანხა კი  285,311,504  ლარს შეადგენს.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ  „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ 2015 წელს პრივატიზებულია 184 272 599 მლნ. ლარის ქონება, საიდანაც ბიუჯეტში ჩარიცხულია 105 947 000 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი მიმდინარე და მომდევნო წლებში ჩაირიცხება.

2015 წლის განმავლობაში  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  2 685 აუქციონი გამოაცხადა.  პრივატიზაციის პროცესი გაგრძელდება მომავალშიც.

2015 წელს  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო პირობებით პრივატიზებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 10 მსხვილი ობიექტი, რომელთა პრივატიზებიდან შემოსული თანხა  47 850 800  მლნ აშშ დოლარზე მეტს და 33 963 000 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან, ინვესტორებმა აიღეს ვალდებულება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე განახორციელონ მინიმუმ  72 760 000 აშშ დოლარის და 37 000 000 ლარის ინვესტიცია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე