უკრაინა ექსპერიმენტულ სარკინიგზო მარშრუტს უკრაინა-საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთს აამუშავებს

საქართველო, თბილისი - 16:08 | 13.01.2016
ნანახია: 1661

მიმდინარე კვირაში ამუშავდება პირველი ექსპერიმენტული მატარებელი მარშრიტით უკრაინა-საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთი, რომელიც უკრაინას, რუსეთის გვერდის ავლით, ტვირთების გადაზიდვაში დაეხმარება. აღნიშნულის შესახებ განცხადება, მთავრობის სხდომაზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გააკეთა.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და „უკრაინის რკინიგზის“ წარმომადგენლები ამ დროისათვის ბაქოში მართავენ მოლაპარაკებებს.

„იმ მიზნით, მიმდინარე კვირაში გაეშვას პირველი ექსპერიმენტალური მატარებელი მარშრუტით უკრაინა-საქართველო-აზერბაიჯანი- ყაზახეთი რაც უკრაინას მისცემს შესაძლებლობას იპოვოს ალტერნატიული მარშრუტი ტვირთების მიწოდებისთვის, რუსეთის ემბარგოს გვერდის ავლით“- განმარტა იაცენიუკმა და დასძინა, - „ვავალებ ინფრასტრუქტურის მინისტრს, მას შემდეგ რაც მოლაპარაკებები დასრულდება, დეტალური ინფორმაცია გაგვაცნოს. მე როგორც ვიცი, ეს ხუთშაბათს უნდა იყოს.... ეს კი შესაძლებლობას მოგვცემს საქონლის ჩამონათვალი გავაფართოვოთ, რისი მიწოდებაც ჩვენ ამ ქვეყნებისთვის შეგვიძლია“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე