ბელარუსი ბიზნესმენები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ

საქართველო, თბილისი - 16:01 | 13.01.2016
ნანახია: 1383

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის დელეგაცია სტუმრობდა. სტუმრებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი შეხვდა. დავით ბალაძემ დელეგაციის წარმომადგენლებს აჭარის რეგიონის საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესის რეგულაციები გააცნო. ოფიციალურ შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენელმა სტუმრებისთვის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ სპეციალური პრეზენტაცია გამართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში ბელარუსში მოქმედი კომპანიების ხელძღვანელები და მოგილევის მხარის წარმომადგენლები შედიან.

ორმხრივ შეხვედრაზე საუბარი რეგიონებს შორის სამომავლო თანამშრომლობას შეეხო. მხარეებმა შესაძლოა სამომავლოდ სოფლის მეურნების, განათლების,ტურიზმისა და სამშენებლო მიმართულებით ითანამშრომლონ.

ბელარუსის დელეგაცია ბათუმს დღეს ეწვია და რეგიონს 17 იანვარს დატოვებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე