PayPal-ი გინესების წიგნში შევიდა

საქართველო, თბილისი - 14:56 | 13.01.2016
ნანახია: 1463

ონლაინ გადახდების პროვაიდერი კომპანია PayPal-ი რეკორდების წიგნში მოხვდა.როგორც წიგნშია აღნიშნული, PayPal-მ 24 საათში საქველმოქმედო დანიშნულებისთვის რეკორდული ტანხის მობილიზება შეძლო, საუბარია 45,8 მლნ დოლარზე. წინა რეკორდი კი 19 მლნ დოლარი იყო.

როგორც ირკვევა, 2015 წელი კომპანიისთვის საქველმოქმედო პროგრამების მხრივ საკმაოდ დატვირთული იყო.

27 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, PayPal-ის პლათფორის მეშვეობით საქველმომედო ორგანიზაციებში 857 მლნ დოლარი შევიდა. კომპანია კი ატარებდა სახელწოდებას #GivingTuesday.

ფული მსოფლიოს 183 ქვეყნიდან 7,24 მლნ-მა ადამიანმა გადარიცხა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე