სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 36 400 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 14:10 | 13.01.2016
ნანახია: 1494

13 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე   36 400 000 ლარის ნომინალური ღირებულების  2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ შეადგინა 40 700 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.400 პროცენტით, მაქსიმალური 13.880 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 13.757 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 13.750 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე