მსოფლიო თასი თბილისში 27 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:41 | 13.01.2016
ნანახია: 2008

2016 წელს საქართველო პირველად უმასპინძლებს სპორტულინარდის მსოფლიო თასის გათამაშებას. მსოფლიო თასი თბილისში 27 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით გაიმართება, სადაცმონაწილეობას მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის 200-მდე მონაწილემიიღებს მამაკაცთა და ქალთა შორის. თბილისის მსოფლიო თასისგათამაშება "ქორთიარდ მერიოტში" ჩატარდება, ტურნირისსაპრიზო თანხა 125 000 დოლარია.
ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს ნარდის კლუბი, "ევროპაბეთი", საქართველოს ნარდის ფედერაცია და მსოფლიონარდის ფედერაცია. მსოფლიო თასის მხარდამჭერია სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

თბილისის მსოფლიო თასის ორგანიზებასთან დაკავშირებით, 13იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროშიპრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის კითხვებს ტურნირისორგანიზატორმა, პარლამენტის წევრმა, ხობის  მაჟორიტარიდეპუტატმა - გოდერძი ბუკიამ, სპორტისა და ახალგაზრდობისსაქმეთა მინისტრის მოადგილე - შალვა გოგოლაძემ დაევროპაბეთის წარმომადგენელმა ლაშა ხარაზიშვილმა უპასუხეს.
ჩემპიონატი  ჩატარდება ორ კატეგორიაში - მსოფლიო თასისთვისიასპარეზებენ როგორც მსოფლიოს ოცამდე ქვეყნის გუნდები, ასევეინდივიდუალური მოთამაშეები სხვადასხვა კატეგორიებში -პროფესიონალები, მოყვარულები, ქალთა ტურნირი, წყვილთაშეჯიბრი და ა.შ . გარანტირებული საპრიზო თანხა შეადგენს 125 000$, ასევე ორგანიზატორების მიერ დაწესებულია თასები,მედლები და სხვადასხვა სახის პრიზები.

გუნდებს შორის ტურნირის სისტემურ გამართულობასუზრუნველყოფს საქართველოს ნარდის ფედერაცია. ტურნირიწარიმართება საერთაშორისო სტანდარტებისა და წესების დაცვით.საქართველოსთან ერთად მსოფლიო თასზე მონაწილეობა უკვედაადასტურეს დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, გერმანიისა დასომხეთის გუნდებმა.

მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა მიიღესგადაწყვეტილება, რომ ყველა მონაწილე ქვეყანას მიეცეს საშუალებაწარსდგეს ორი გუნდით. გუნდების დაკომპლექტებასუზრუნველყოფს ფედერაციები , ასოციაციები და სპორტულინარდის კლუბები.

მსოფლიო თასის გათამაშებას წინ უძღვისჟურნალისტების საერთაშორისო ტურნირი, რომელიც გაიმართება21-24 აპრილს წყალტუბოში. მხარდამჭერი: საქართველოსტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. მასპინძელი სასტუმრო„წყალტუბო პლაზა".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე