2015 წელს საქართველოს აეროპორტებიდან 5 %-ით მეტი რეისები განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 13:41 | 13.01.2016
ნანახია: 1330

2015 წელს საქართველოს აეროპორტებიდან 5 %-ით მეტი რეისები განხორციელდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს 13 ათას 668 რეისი (მათ შორის სატვირთო) შესრულდა, 2014 წლის მონაცემები კი 13 ათას 76 რეისს ითვლის, შესაბამისად 2015 წელს საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული რეისების რაოდენობა 4.53%-ითაა გაზრდილი.

2015 წელს 2013 წელთან შედარებით კი ზრდა 8,09%-ია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს, 2014 წლის მონაცემებთან შედარებით, 9.49%-იანი ზრდა დაფიქსირდა რეგურარული რეისების შესრულების კუთხით,, ხოლო ჩარტერული რეისების მხრივ კი 14.95%-იანი კლებაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე