საქართველოს აეროპორტების მეშვეობით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 12 %-ით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 13:58 | 13.01.2016
ნანახია: 1389

2015 წელს საქართველოს აეროპორტების მეშვეობით 14 ათას 885 ტონა ტვირთი გადაიზიდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ წარმოებული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2014 წელს საქართველოს აეროპორტებმა 16 ათას 902 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომაეროპორტების საშუალებით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 11,93%-ითაა შემცირებული.

2013 წელს აეროპორტების საშუალებით გადაზიდული ტვირტების საერთო რაოდენობა 16 ათას 649 ტონა იყო, ანუ 2015 წელს 2013 წელტან შედარებით აღნიშნული მონაცემები 11 %-ითაა შემცირებული.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გადაზიდული ტვირთების 100 %-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე