აშშ-ში ტყის ხანძრებმა 29 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 16:48 | 14.09.2020
ნანახია: 634

აშშ-ში ტყის ხანძრებმა 29 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ცეცხლმა კანადამდე მიაღწია. ვანკუვერში თითქმის ყველა ქუჩა კვამლშია გახვეული. მოქალაქეებს ფანჯრების დახურვას ურჩევენ.

კალიფორნიის შტატში სტიქიამ ტყის 800 ათასი ჰექტარი გაანადგურა. ცეცხლმა ქვეყანაში 29 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 19 კალიფორნიაში გარდაიცვალა. ასევე არაინ დაშავებულები.

ამ დროისათვის შტატში 100-ზე მეტი ხანძრის კერაა დაფიქსირებული. რთული ვითარებაა ორეგონსა და ვაშინგტონშიც. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 14 სექტემბერს კალიფორნიაში ჩასვლას გეგმავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე