სოჭში ალიაქსანდრ ლუკაშენკა ვლადიმირ პუტინს ხვდება

საქართველო, თბილისი - 16:21 | 14.09.2020
ნანახია: 595

 

სოჭში ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებები დაიწყო.

პირისპირ შეხვედრა რუსეთის ლიდერის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინი და ალიაქსანდრ ლუკაშენკა განიხლავენ ორომხრივ და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს.

პუტინის პრესმდივან პესკოვის თქმით, შეხვედრა იმდენხანს გასტანს, რამდენიც საჭირო იქნება.

პრეზიდენტები არ აპირებენ ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერასა და პრესკონფერენციის გამართვას.

ეს ლუკაშენკას პირველი სამუშაო ვიზტია 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ, რომელმაც ბელარუსში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე