ბელარუსში, 13 სექტემბერს საპროტესტო აქციების დროს 744 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:05 | 14.09.2020
ნანახია: 564

ბელარუსში, 13 სექტემბერს, საპროტესტო  აქციების დროს სამართალდამცველებმა 744 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ქვეყნის შსს-ს პრესმდივანი ოლგა ჩემოდანოვა ავრცელებს.

მისი თქმით, დაკავებულთა შორის 500 მოქალაქე მინსკში აიყვანეს.

13 სექტემბერს ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში 28 აქცია გაიმართა.

თვეზე მეტია ბელარუსში გრძელდება მასობრივი პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, რომელშიც გამარჯვებული გამოცხადდა ამჟამინდელი სახელმწიფოს მეთაური ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ამ თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს.

არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 80.1% -მა ხმა მისცა ლუკაშენკას, 10.12% - მის მთავარ მოწინააღმდეგეს სვიატლანა ციხანოუსკაიას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე