ბეირუთის პორტში, სადაც 4 აგვისტოს აფეთქება მოხდა, ძლიერი ხანძარია

საქართველო, თბილისი - 16:00 | 10.09.2020
ნანახია: 669

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მდებარე პორტში, სადაც 4 აგვისტოს მძლავრი აფეთქება მოხდა, ძლიერი ხანძარია.

ხანძარი საავტომობლო ზეთებისა და საბურავების საწყობში თავისუფალი სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ქრობის ოპერაციაში მონაწილეობენ ლიბანის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენებიც.

ბეირუთის პორტში მძლავრი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. განადგურდა ასობით სახლი, ავტომობილები. დაიღუპა 171 და დაშავდა 6 ათასზე მეტი ადამიანი.

აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაშიც გაიგეს. ნიქოზია ბეირუთიდან 250 კილომეტრში მდებარეობს.

ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე