ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ცაგერის მუნიციპალიტეტში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

საქართველო, თბილისი - 15:36 | 10.09.2020
ნანახია: 569

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში კორონავირუსის დადასტურებული 12 შემთხვევაა. ცაგერში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცაგერში, მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლების შესასვლელებში მოსახლეობას ნებაყოფლობით PCR ტესტირებას ჩაუტარებენ.

"ეპიდემიოლოგების ჯგუფი მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლებშია კონცენტრირებული, სადაც დაიწყება ინტენსიური PCR ტესტირება და თერმოსკრინინგი.

შესასვლელში გამკაცრდება ღონისძიებები, დაიდგმება კარავი და ყველა შემსვლელს და გამომსვლელს შესთავაზებენ ლაბორატორიულ PCR ტესტირებას, რომ ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ იდენტიფიცირება.

ძალიან აქტიური კლასტერი ყალიბდება ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლასთან მიმართებით, რომლის პირველადი წყაროც სადღესასწაულო ღონისძიებას უკავშირდება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ჯამში კორონავირუსის 18 შემთხვევაა, რომლებიც სადღესასწაულო ღონისძიებას, კონკრეტულად, ქორწილს უკავშირდება. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, ფართომასშტაბიანი სუფრების გამართვის აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე