ბერლინში პოლიციამ ნავალნის დაცვა მასზე შესაძლო თავდასხმის გამო გააძლიერა

საქართველო, თბილისი - 14:08 | 10.09.2020
ნანახია: 820

ბერლინში პოლიციამ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაცვა გააძლიერა. ამის შესახებ გამოცემები Spiegel-ი, The Insider-ი დაBellingcat-ი თავიანთ წყაროზე დაყრდნობით წერენ. ნავალნი Charite-ის კლინიკაში მკურნალობს.

ნავალნის კლინიკის ტერიტორიაზე მეთვალყურეობენ. Spiegel-ის შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსი თავს უკეთ გრძნობს და პოლიცია ცდილობს მას შემდეგი შესაძლო თავდასხმა აარიდოს. „თუ ნავალნის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, მოსალოდნელი იქნება, მისი მნახველების რაოდენობის გაზრდა“, - წერს გამოცემა.

წყარო ამბობს, რომ როცა ნავალნი ლაპარაკს შეძლებს, შესაძლოა, გაიხსენოს, თუ რ ხდებოდა მანამდე, ვიდრე თვითმფრინავში გონებას დაკარგავდა. მისი განცხადება შესაძლოა საშიში იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავდასხმის უკან დგანან.  

კლინიკა Charite-მ 7 სექტემბერს განაცხადა, რომ ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ხელოვნური კომიდან გამოვიდა. ის უკვე რეაგირებს საუბარზე.

ალექსეი ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს, ტომსკიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენის დროს, გახდა. თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება ომსკის აეროპორტში მოახდინა. ოპოზიციონერი კომატოზურ მდგომარეობაში ომსკის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. 22 აგვისტოს იგი გერმანიაში, ბერლინის "შარიტეს" კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

2 სექტემბერს გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნავალნის ორგანიზმში აღმოჩენილია ქიმიური ნივთიერება "ნოვიჩოკი", რომელიც პირველად სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის დროს გახდა ცნობილი, 2018 წლის მარტში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე