მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტებს არ დაუშვებენ

საქართველო, თბილისი - 11:56 | 10.09.2020
ნანახია: 404

კორონავირუსის გამო მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტები არ დაიშვებიან. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, ცალკეულ მედიასაშუალებებში არსებული შესაძლო რისკებიდან გამომდინარე, მთავრობის სხდომის გაშუქებას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

9 სექტემბერს TV პირველის ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსზე ტესტებს უტარებენ ტელევიზიის თანამშრომლებს.

ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით, ინფიცირების 1 850 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 1334 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 ადამიანი გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე