გურჯაანში 40 წლამდე ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 12:46 | 10.09.2020
ნანახია: 413

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მცხოვრებს კორონავირუსი დაუდასტურდა.

40 წლამდე ასაკის ქალმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკას რამდენიმე დღის წინ გაციების სიმპტომებითა და ტემპერატურის მატებით მიმართა.

კორონავირუსზე აღებულმა ნიმუშმა დადებითი პასუხი აჩვენა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე კონტაქტების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, სოფელში ეპიდემიოლოგები ჩავლენ და მუშაობას ადგილზე დაიწყებენ.

„სოფელში ამ წუთებში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი მიემართება, რომლებიც მუშაობას ადგილზე დაიწყებენ. ამ ეტაპზე კონტაქტების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ქალბატონი რესპირატორული სიმპტომებით მოხვდა საავადმყოფოში, რის გამოც პისიარტესტი ჩაუტარდა“, – ამბობს ნელი ხიზანიშვილი.

ქალი ამ დრომდე გურჯაანს საავადმყოფოში მკურნალობს. მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე