კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 8-ის დაინფიცირების წყარო უცნობია

საქართველო, თბილისი - 12:35 | 10.09.2020
ნანახია: 325

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 57 ახალი შემთხვევიდან 5 სამედიცინო პერსონალია, 8-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 57 ახალი შემთხვევიდან 5 სამედიცინო პერსონალია, 8-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

„დღევანდელი მონაცემებით, 57 ახალი შემთხვევა გვაქვს. 57-დან ხუთის წყარო არის „დონა“, 14 პაციენტის წყარო ქალაქი ბათუმია, 18 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ოთხი პაციენტის წყარო აჭარაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, სამი პაციენტი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ხუთი სამედიცინო პერსონალია, რვა პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. 57-დან 25 პაციენტის წყარო აჭარაა, პირდაპირი, თუ არაპირდაპირი კონტაქტებით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ცხრით გაიზარდა და ინფიცირებულთა 73 პროცენტი შეადგინა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 469 პაციენტი მკურნალობს, აქედან 18-ის მდგომარეობა მძიმე, ოთხის კი კრიტიკულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე