საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 12:28 | 10.09.2020
ნანახია: 372

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 1830-მდე გაიზარდა. შესაბამისად, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1830 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1334 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 19.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -390.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე